ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა
07/04/2023 18:58:00 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა.
„არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ჩვენი უკრაინული ყირიმის ოკუპაციით, სწორედ ყირიმში უკრაინული და ყირიმულ თათრული თავისუფლების, ყირიმელი მუსლიმების წინააღმდეგ რეპრესიებით დაიწყო რუსეთის მცდელობა, მონობაში ჩააყენოს უკრაინა და ცივილიზებული ევროპის სხვა ერები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ახლა ყირიმში რუსული დროშის ქვეშ ბოროტება ბატონობს:
„მაგრამ იქ, სადაც ბოროტების გზა დაიწყო, დარწმუნებული ვარ სწორედ იქ გველის ამ ბოროტებაზე გამარჯვება. ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც. მსოფლიოში წესრიგისთვის, რომელიც გაეროს კონვენციებსა და ქარტიას ეყრდნობა, და არა მკვლელების, მოძალადეების, მძარცველების კრიმინალურ ჩვევებს, რომელთა გავრცელებასაც რუსეთი ცდილობს".


