უკრაინაში ბრძოლაზე უარის თქმის გამო მურმანსკელ სამხედროს პატიმრობა მიუსაჯეს
07/04/2023 16:41:25 მსოფლიო
მურმანსკის ოლქის საგარნიზონო-სამხედრო სასამართლომ 2,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა უფროს ლეიტენანტ დიმიტრი ვასილეცს, მის მიერ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, – იუწყება "მედიაზონა" მსჯავრდებულის ადვოკატზე დაყრდნობით.
როგორც ვასილეცის უფლბადამცველმა ელვირა ტარასოვამ განმარტა, სამხედრო მოსამსახურე, დამნაშავედ ცნეს შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში გაცემული საბრძოლო ბრძანების შეუსრულებლობაში (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 2.1 პუნქტი).
თავის მხრივ, სამხედრო ობუდსმენმა, მაქსიმ გრებენიუკმა, აღნიშნა, რომ პროკურატურა ვასილეცისთვის 3 წლით პატიმრობას მოითხოვდა. მანვე დააზუსტა, რომ უფროსი ლეიტენანტის საქმე მსგავსი მუხლით (ბრძანების შეუსრულებლობა) სისხლის სამართლის საქმის აღძვრის პირველი შემთხვევაა.
სრულმასშტაბიანი რუსული აგრესიის დაწყებამდე ვასილეცი მსახურობდა პეჩენგაში მურმანსკის რეგიონში. 2022 წლის თებერვალში ის უკრაინაში ომში გაგზავნეს. ხუთი თვის შემდეგ, შვებულების დროს, ახალგაზრდა ოფიცერი გარდაცვლილი კოლეგის მშობლებს ეწვია ბურიატიაში . იქ ვასილეცმა, როგორც მისი ადვოკატი ამბობს, „ბუდიზმის ფილოსოფია შეითვისა" და შვებულებიდან დაბრუნებულმა ოფიცერმა, რწმენის ნიადაგზე, უარი თქვა ომში წასვლაზე.