Accentnews.ge
ისტორიაში პირველად, საქართველოს სავალუტო რეზერვებმა $5 მილიარდს გადააჭარბა

ისტორიაში პირველად, საქართველოს სავალუტო რეზერვებმა $5 მილიარდს გადააჭარბა

07/04/2023 15:28:49 ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს სავალუტო რეზერვების შესახებ განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ისტორიაში პირველად, საქართველოს სავალუტო რეზერვებმა $5 მილიარდს გადააჭარბა.

2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, სავალუტო რეზერვების ზომამ 5,003,000,000 დოლარი შეადგინა, რაც რეზერვების მაქსიმალური მოცულობაა.

რეზერვების მატების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ უკანასკნელ პერიოდში სავალუტო ბაზრიდან აშშ დოლარის შესყიდვაა. მხოლოდ 2023 წლის იანვარ-თებერვალში სებ-მა Bmatch პლატფორმით 241 მილიონი დოლარი შეისყიდა, გასულ წელს კი 578 მილიონი დოლარი იყო ეროვნული ბანკის მიერ შესყიდული.

სავალუტო რეზერვების მოცულობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორია, რადგანაც მას ეკონომიკური კრიზისების პირობებში სახელმწიფო ვალუტის მასტაბილურებლის როლის შესრულება შეუძლია. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ რეზერვების დონე მის ადეკვატურ მაჩვენებლებს შეესაბამებოდეს. სხვადასხვა შეფასებით, ეს რეზერვების ზომა მინუმუმ ერთი კვარტლის იმპორტის მაჩვენებელს უნდა აჭარბებდეს, რაც ამჟამად 3.4 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S