Accentnews.ge
პრემიერი: "საქართველოს და აზერბაიჯანს აქვთ დიდი პოტენციალი, მიაწოდონ ევროპას მწვანე, განახლებადი ენერგია, რაც არის პერსპექტიული, ეს არის მომავალი"

პრემიერი: "საქართველოს და აზერბაიჯანს აქვთ დიდი პოტენციალი, მიაწოდონ ევროპას მწვანე, განახლებადი ენერგია, რაც არის პერსპექტიული, ეს არის მომავალი"

07/04/2023 12:28:07 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ– მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "საქართველოს და აზერბაიჯანს აქვთ დიდი პოტენციალი, მიაწოდონ ევროპას მწვანე, განახლებადი ენერგია". ამის შესახებ მან აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"აზერბაიჯანი არის არამხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი, სავაჭრო პარტნიორი, მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ თქვენთან ერთად გვაქვს განხორციელებული ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რამაც კიდევ უფრო მეტად დააკავშირა ჩვენი ერები კიდევ უფრო მეტად გახადა ურთიერთდამოკიდებულები, რომელიც საუკუნეები გასტანს. ჩვენ არაერთხელ გვიხსენებია ის ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რომელიც განხორციელებულია და რომელიც წარმატებით მუშაობს. საქართველო ძალიან სანდო სატრანზიტო პარტნიორი ქვეყანაა ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის. როგორც აღნიშნა ბატონმა პრეზიდენტმა, ჩვენ ვმუშაობთ, არ ვჩერდებით. ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზე, ისეთი, მაგალითად როგორიცაა შავი ზღვის ელექტროკაბელი, იმისთვის, რომ განვავითაროთ ე.წ მწვანე კორიდორი. საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მიაოდოს ევროპას მწვანე, განახლებადი ენერგია, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პერსპექტიული, ეს არის მომავალი და ამ მიმართულებით ჩვენ, ორივე ქვეყანამ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ და სწორედ ამ საკითხებზეც გვქონდა ჩვენ საუბარი“, - განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S