რუსული რუბლი ვარდნას განაგრძობს
07/04/2023 10:26:54 მსოფლიო
რუსული რუბლი დასავლეთის წამყვან ფულად ერთეულებთან მიმართებით ვარდნას განაგრძობს. 2022 წლის 14 აპრილის შემდეგ ერთი დოლარის ეკვივალენტმა პირველად გადააჭარბა 90 რუბლს.
დოლართან მიმართებით რუბლი 5 პროცენტით დაეცა, ევროსთან მიმართებით - 13 პროცენტით. ანალიტიკოსების თქმით, კურსის ვარდნა გამოწვეულია საგადასახადო პერიოდის დასრულებით, როცა ეკონომიკის წამყვანი მოთამაშეები დასავლეთის ვალუტას ყიდიან გადასახადების დაფარვის მიზნით.
Bloomberg რუბლის ვარდნას ასევე უკავშირებს ბრიტანეთის Shell Oil-ის გასვლას "სახალინ 2-ის" გაზსადენის მასშტაბური პროექტიდან.


