Accentnews.ge
საპატრიარქო – გელათზე: "რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი შეიქმნება"

საპატრიარქო – გელათზე: "რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი შეიქმნება"

07/04/2023 08:49:52 საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო გელათის მონასტერთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში იუწყება, რომ 2023 წლის 24 თებერვლის შეთანხმების საფუძველზე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საპატრიარქო განახორციელებს.

ხელშეკრულებას სახელმწიფოს მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აწერს ხელს.

საქართველოს საპატრიარქო გელათთან დაკავშირებით გეგმავს რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის შექმნას, სადაც ქართველი და საერთაშორისო დონის უცხოელი მეცნიერები ერთად იმუშავებენ და შექმნიან კონსერვაციის ახალ და მაღაი სტანდარტის საბაზისო დოკუმენტზე, რომელიც დაფუძნებული იქნება დეტალურ და სიღრმისეულ კვლევებზე. ამგვარი კომიტეტის შექმნა იყო ICOMOS/ICCROM -ის სპეციალისტების ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც 2022 წლის 28 ნოემბერიდან 2 დეკემბრამდე განხორციელებული მისიის ანგარიშია გაცემული.

"გელათის ტაძრების მხატვრობის და უპირველეს ყოვლისა ღმრთისმშობლის შობის ტაძრის მხატვრობის გადაუდებელი მდგომარეობის გამო, ორშაბათს, 10 აპრილს, გაემგზავრება მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS/ICCROM -ის პირველი რეკომენდაციის შესრულებას, - ტაძრის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნას" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო გეგმავს, შექმნას გელათის სპეციალური ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, "რათა მოქალაქეებს არ შეექმნათ განცდა, რომ ძეგლის მიმართ არ ხორციელდება ყველა დროული და საჭირო ღონისძიება".

ცნობისთვის: ბოლო წლებში გელათში ჩატარებული საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ არაერთი დასკვნაა მომზდებული, სადაც ნათქვამია, რომ ჩატარებული სამუშაოები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გრძელვადიანად საზიანო შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ძეგლისთვის.

კულტურის სამინისტრომ გელათის ეკლესიისთვის გადაცემა იქ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად სწორედ ამ დასკვნების გასაჯაროების შემდეგ გადაწყვიტა. ამ დრომდე გელათში ჩატარებული გაუმართელებელი სამუშაოების გამო არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S