
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
07/04/2023 08:41:37 საზოგადოება
უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. დაღუპული წარმოშობით ზუგდიდელი არსენ ქეცბაიაა.
იუწყებიან, რომ ის უკრაინაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდა.
მანამდე ცნობილი გახდა ბახმუტთან ბრძოლებისას სამი ქართველის დაღუპვის შესახებ.
უკრაინაში რუსეთმა ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ უკრაინაში 42 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.