
ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა
07/04/2023 07:03:44 საზოგადოება
საოკუპაციო ხაზზე მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი, ენგურის ხიდი დღეს, 7 აპრილს ცალმხრივად ჩაიკეტა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, „მესაზღვრეები“ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ სამეგრელოს რეგიონიდან აფხაზეთში დაბრუნდნენ.
გადაწყვეტილების მიზეზი არავის განუმარტავს, არც ოფიციალური ცნობა გავრცელებულა, ხოლო მოქალაქეები, რომლებიც ხსენებული გადასასვლელით სარგებლობენ, ვარაუდობენ, რომ აღნიშნული 9 აპრილს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდება.