Accentnews.ge
იაპონურმა სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა

იაპონურმა სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა

07/04/2023 06:53:35 მსოფლიო

იაპონური სამხედრო ვერტმფრენი, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოკინავას პრეფექტურაში ზღვაში ჩავარდა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები იაპონიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათი განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს ზღვაში შენიშნეს ნამსხვრევები, რომელიც, სავარაუდოდ, გაუჩინარებული თვითმფრინავის ნაწილებია.

ცნობისათვის, UH60 ტიპის ვერტმფრენი რადარებიდან გუშინ, მიაკოს კუნძულთან გაუჩინარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S