ისრაელზე ლიბანის ტერიტორიიდან სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
06/04/2023 19:21:58 მსოფლიო
ჩრდილოეთ ისრაელი ლიბანის მხრიდან სარაკეტო იერიშის ქვეშ მოექცა. ამას წინ უძღოდა შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი ისლამური სალოცავის - ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს იერუსალიმის მთაზე.
ისრაელის სამხედროების თქმით, მათ მოახერხეს მინიმუმ ერთი რაკეტის ჩამოგდება. ისრაელის მედია იტყობინება, რომ ლიბანიდან 30 რაკეტის გაშვება მოხდა, მათგან ნახევარი ჩამოაგდეს,– იუწყება Reuters.
საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა, მათ შორის, შლომის, ბეზეთის დასახლებებში. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახური ორი დაშავებულის შესახებ იტყობინება.
სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის მხარემ საზღვრის მიმართულებით საპასუხო ცეცხლი გახსნა არტილერიის გამოყენებით.
სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. უსაფრთხოების სისტემიდან სამმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ თავდასხმის უკან შესაძლოა, ლიბანში არსებული პალესტინური ჯგუფები იდგნენ, მაგრამ არა პროირანული შიიტური „ჰეზბოლა“, რომელთანაც ისრაელს შეიარაღებული კონფლიქტი ჰქონდა 2006 წელს.


