Accentnews.ge
ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თვითდაზიანებები მიიყენეს

ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თვითდაზიანებები მიიყენეს

06/04/2023 15:02:44 საზოგადოება

ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თვითდაზიანებები მიიყენეს. საუბარია სამ მოზარდზე.

როგორ ბათუმის რესურსცენტრის დირექტორმა გოჩა დავითაძემ უამბო ჟურნალისტებს, პედაგოგმა შენიშნა დაზიანებები და მოახდინა რეაგირება.

“საგაკვეთილო პროცესის დროს პედაგოგმა შენიშნა, რომ მოსწავლეებს ხელებზე ნაკაწრები ჰქონდათ. მასწავლებელს შესაბამისი რეაგირება ჰქონდა: შეატყობინა სკოლის ადმინისტრაციას, სოცმუშაკს და ყველა უწყებას, რომელსაც საკითხი ეხებოდა“,– თქვა დავიძაძემ.

მან დააზუსტა, რომ „უმნიშვნელო ნაკაწრი ჰქონდა სამ გოგონას“.

მისი თქმით, „სკოლის დირექციას არანაირი ინფორმაცია არ აქვს, ბავშვებმა რატომ გააკეთეს აღნიშნული“:

„ისინი ამ დროისათვის უკვე სახლში არიან. სკოლის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა და მიმდინარეობს შესაბამისი პროცესები. ბავშვები ამბობენ, რომ ითამაშეს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S