Accentnews.ge
შეთანხმება მიღწეულია: "თალიბანი" ამერიკელ და ავსტრალიელ პროფესორებს გაათავისუფლებს

შეთანხმება მიღწეულია: "თალიბანი" ამერიკელ და ავსტრალიელ პროფესორებს გაათავისუფლებს

12/11/2019 06:00:36 სხვა, მსოფლიო

ავღანეთის ხელისუფლება „თალიბანის“ ტყვეობაში მყოფი ამერიკელი და ავსტრალიელი პროფესორების გათავისუფლების სანაცვლოდ "თალიბანის" ერთ-ერთი განშტოების – „ჰაკანის“ სამ მეთაურს გაუშვებსშეთანხმებას მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს, რომელსაც „თალიბანთან“ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ზალმაი ხალილზადი აწარმოებს.

ქაბულის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორები „თალიბანმა“ 2016 წლის აგვისტოში გაიტაცა.

„ჰაკანის“ მეთაურები ავღანეთის სპეცსამსახურებმა 2014 წელს ხოსტის პროვინციაში დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი – ანას ჰაკანი ტერიტორისტული დაჯგუფების ლიდერის სირჯუდინ ჰაკანის ძმაა.

"ჰაკანი", რომელიც "თალიბანთან" ერთად მოქმედებს ავღანეთის ხელისუფლების და ნატოს ძალების წინააღმდეგ, არაერთი სასტიკი თავდასხმის ორგანიზატორია. ვარაუდობენ, რომ "ჰაკანის" დისლოკაციის ძირითადი ადგილი პაკისტანია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S