Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ძლიერი ხანძარია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ძლიერი ხანძარია

05/04/2023 20:50:12 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა,– იუწყება რუსული სახელმწიფო სააგენტო “ტასი” საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით.

“ზნამენკას 19 ქუჩაზე, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში ხანძარი დაიწყო. ინტენსიური ცეცხლი მესამე სართულის ფანჯარაში ჩანს”, - განაცხადა “ტასის” წყარომ.

მისი თქმით, ხანძარს სირთულის მეორე ნომერი აქვს მინიჭებული (შესაძლებელი ხუთიდან).

“ხანძრის სართულზე მაღალი კვამლიანობა და მაღალი ტემპერატურაა”, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S