Accentnews.ge
VTB სანქციების გამო $7.7 მილიარდის დაკარგვის შესახებ იუწყება

VTB სანქციების გამო $7.7 მილიარდის დაკარგვის შესახებ იუწყება

05/04/2023 16:11:38 მსოფლიო

რუსეთის სიდიდით მეორე ბანკი – VTB აცხადებს, რომ 2022 წელს დაკარგა 612.6 მილიარდი რუბლი, ანუ 7.7 მილიარდი ამერიკული დოლარი. ბანკი ერთ-ერთი პირველი გამოთიშეს SWIFT-ის გლობალური გადახდის სისტემიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.

"2022 წელს VTB ჯგუფი სირთულეების და გამოწვევების წინაშე იყო. ჩვენ ვიყავით მაქსიმალური სანქციების პირველი სამიზნე, რასაც დიდი დანაკარგები მოჰყვა" - აღნიშნავს ბანკის ფინანსური ხელმძღვანელი დმიტრი პიანოვი გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი, დანაშაულებრივი ომი გასული წლის 24 თებერვალს გააჩაღა. მას შემდეგ ცივილიზებულმა სამყარომ წუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები დააწესა და აგრძელებს მის გაფართოებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S