Accentnews.ge
ჟვანიას მოედანზე სამუშაოები დაიგეგმა – რა მიმართულებით იმოძრავებს ტრანსპორტი

ჟვანიას მოედანზე სამუშაოები დაიგეგმა – რა მიმართულებით იმოძრავებს ტრანსპორტი

05/04/2023 15:34:42 საზოგადოება

დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, ზურაბ ჟვანიას მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 6 აპრილის 00:00-დან 10 აპრილის 07:00 საათამდე იმოქმედებს,– იუწყება თბილისის მერიის პრეს–სამსახური.

მერიის ცნობით, 6-7 აპრილს მოძრაობა 00:00-დან 06:00 საათამდე აიკრძალება, ხოლო 8 აპრილს ტრანსპორტის გადაადგილება 00:00-დან 10 აპრილის 07:00 საათამდე შეიზღუდება.

  • აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები ვეფხი და მოყმის ძეგლიდან იური გაგარინის ქუჩის მიმართულებით ვეღარ იმოძრავებენ;
  • მარშალ გელოვანის გამზირისა და აკაკი ბაქრაძის ქუჩიდან მძღოლები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ გადაადგილდებიან;
  • ხოლო ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობას ლევან გოთუასა და ჟიული შარტავას ქუჩების გავლით შეძლებენ;
  • რაც შეეხება პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედნისკენ მიმავალ ტრანსპორტს, მოძრობა დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ, იური გაგარინის ქუჩის მიმართულებით;
  • შეზღუდვის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარშალ გელოვანის გამზირიდან სააკაძის მოედნამდე ლევან გოთუას ქუჩის საშუალებით გადაადგილდება, შემდეეგ კი სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S