ზელენსკი პოლონეთის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს
05/04/2023 13:43:08 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს. „თეთრი არწივის“ ორდენი ზელენსკის პოლონელმა კოლეგამ ანჯეი დუდამ საზეიმოდ გადასცა.
ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ ამ დღის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
„თქვენ არ მიატოვეთ უკრაინა, თქვენ მხარში დაგვიდექით და ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ. მჯერა, რომ ეს ისტორიული ურთიერთობებია, ისტორიული შედეგი და ისტორიული სიძლიერე ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ზელენსკიმ.


