მოსკოვში ლუკაშენკო პუტინს ხვდება
05/04/2023 13:14:41 მსოფლიო
ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხვდება.
"ორმა ლიდერმა უნდა განიხილოს პროგრესი რუსეთ-ბელარუსის ერთიანობის საკითხებთან მიმართებით", – იუწყება კრემლი.
მისი ცნობით, ორმხრივ განსახილველ საკითხებს შორისაა ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსის ტერიტორიაზე, პირდაპირ პოლონეთის საზღვართან და ასევე რეაგირება ნატო–ში ფინეთის გაწევრიანებაზე.


