Accentnews.ge
ჩინეთში ვიზიტით მყოფი მაკრონი –  აგრესორი რუსეთის მხარდაჭერა საერთაშორისო კანონის დარღვევაში თანამონაწილეობის ტოლფასია

ჩინეთში ვიზიტით მყოფი მაკრონი –  აგრესორი რუსეთის მხარდაჭერა საერთაშორისო კანონის დარღვევაში თანამონაწილეობის ტოლფასია

05/04/2023 12:23:56 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ნებისმიერი პირი, რომელიც უკრაინის მიმდინარე ომში "აგრესორ რუსეთს უწევს დახმარებას, საერთაშორისო კანონის დარღვევის თანამონაწილეა". ამის შესახებ ჩინეთში სამდღიანი ვიზიტით ჩასულმა მაკრონმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ კონფლიქტის დასაწყისიდანვე გადავწყვიტეთ მსხვერპლს დავეხმარებოდით და მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი პირი, ვინც აგრესორს ეხმარება, საერთაშორისო კანონის დარღვევის თანამონაწილე გახდებოდა", - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, ჩინეთის ინტერესებში არ შედის რუსეთისთვის იარაღის მიწოდება უკრაინის წინააღმდეგ ომში.

"ჩინეთის ინტერესი არ არის ხანგრძლივი ომი", – დასძინა მაკრონმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S