მედია – ევროკავშირი სანქციების რიგით მე-11 პაკეტზე მუშაობს
05/04/2023 12:00:25 მსოფლიო
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-11 პაკეტს განიხილავს, რომელზე მუშაობა სავარაუდოდ, აღდგომის შემდეგ დაიწყება, – იუწყება Politico.
ახალი პაკეტი ფოკუსირებული იქნება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების თავის არიდებს პრევენციაზე.
ამასთან, Reuters-ის ცნობით, სანქციების სამიზნე შესაძლოა, გახდეს რუსული ბირთვული ენერგიის გიგანტი Rosatom.
რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 10 პაკეტი მიიღო.


