Accentnews.ge
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ქვეყანაში, სულ მცირე, 50 უფლებადამცველი და ჟურნალისტი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ქვეყანაში, სულ მცირე, 50 უფლებადამცველი და ჟურნალისტი დაიღუპა

05/04/2023 09:48:48 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ქვეყანაში, სულ მცირე, 50 უფლებადამცველი და ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ საერთაშორისო პროექტ Front Line Defenders-ის ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, ომის დასაწყისიდანვე მიზანში ჰყავდა ამოღებული უკრაინელი უფლებადამცველები, რომლებიც უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების მოპოვებით იყვნენ დაკავებული. ეს ფაქტობრივი მასალა აუცილებელია მომავალი სასამართლო პროცესებისთვის.

ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს უკრაინა მეორე ადგილზე აღმოჩნდა მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დამცველებსა და ჟურნალისტებს შორის მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით, და ამ მხრივ ჩამორჩება მხოლოდ კოლუმბიას, სადაც ანალოგიურ პერიოდში 186 ჟურნალისტი და უფლებადამცველი დაიღუპა.

მანამდე უკრაინულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია "ზმინამ" შეაფასა, რომ რუსეთმა ასევე გაიტაცა ან უკანონოდ დააკავა მინიმუმ 386 უფლებადამცველი, ჟურნალისტი და მოხალისე. ორგანიზაციის ცნობით, ბევრმა მათგანმა განაცხადა, რომ ტყვეობაში ყოფნის დროს.

Front Line Defenders-ის ინფორმაციით, 2022 წელს 26 ქვეყანაში 401 უფლებადამცველი და ჟურნალისტი დაიღუპა. მათი თითქმის ნახევარი იცავდა გარემოს და მკვიდრი მოსახლეობის უფლებებს. დაღუპულთა 17% მდედრობითი სქესისაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S