Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა – რუსეთს საბიუჯეტო დეფიციტის შევსება „მეგობრული“ ქვეყნების დახმარებით სურს

ბრიტანული დაზვერვა – რუსეთს საბიუჯეტო დეფიციტის შევსება „მეგობრული“ ქვეყნების დახმარებით სურს

05/04/2023 09:43:17 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთს „მეგობრული“ ქვეყნებისგან ფინანსური მხარდაჭერით საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრის იმედი აქვს.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის პრემიერმა მიხეილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის სუვერენული ვალის ვალდებულებების ნაწილის გამოშვება უცხოურ ვალუტაში „შემუშავების ეტაპზეა“, რაც მიანიშნებს, რომ მოსკოვი ელის მხარდაჭერას იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც „მეგობრულს“ უწოდებს.

„ინვესტორები სხვა ქვეყნებიდან შეძლებენ რუსეთის სუვერენული ვალის შესყიდვას და ამგვარად, ბიუჯეტის მომავალი დეფიციტის დაფინანსებას. ისინი ირიბად დააფინანსებენ შეჭრას უკრაინაში“, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S