Accentnews.ge
გარდაიცვალა ჯამლეტ ხუხაშვილი

გარდაიცვალა ჯამლეტ ხუხაშვილი

05/04/2023 09:41:22 საზოგადოება

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი.

იგი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა.

1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანიაში „იმედი“, სპორტულ რადიოში „ჯაკო“; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი.

1994 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან „მაქაბის“ კლუბის პრეზიდენტი.

ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (2004).

დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). იყო სპორტული რადიო „ჯაკოს“ გენერალური დირექტორი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S