იაპონია ომის შემთხვევისთვის დაცული ბუნკერების ასაშენებლად ემზადება
05/04/2023 09:04:06 მსოფლიო
იაპონიის ხელისუფლება შესაძლო ომის შემთხვევისთვის დაცული ბუნკერების ასაშენებლად ემზადება. მომავალი ფინანსური წლისთვის დაგეგმილია კანონპროექტის მიღება, რომელშიც მშენებლობის განრიგი იქნება განსაზღვრული, უკვე წელს კი მომზადდება სრული ხარჯთაღრიცხვა.
"იაპონიას ომებში მონაწილეობა 77 წელია, არ მიუღია, მაგრამ მსოფლიო შეცვლილია და ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად" - განაცხადა მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა დეპუტატმა კეიძი ფურუიამ.
ტოკიოს გადაწყვეტილბაზე ტაივანის ირგვლივ დაძაბულობის ზრდამ და ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გახშირებულმა გაშვებამ მოახდინა ზეგავლენა, - აღნიშნავს Bloomberg.
მისივე ინფორმაციით, იაპონური სახლების უმრავლესობას სარდაფები არ გააჩნია, ის ათასობით საევაკუაციო ცენტრი კი, რომელიც სტიქიური უბედურებების შემთხვევებისთვის შეიქმნა, მიწისქვეშა არაა. მართალია, მსხვილ იაპონურ ქალაქებში მეტროს მასშტაბური ქსელი არსებობს და შესაძლებელია მისი გამოყენება დაბომბვების შემთხვევაში, თუმცა პერიფერიების მოსახლეობას ამის შესაძლებლობა არ ექნება.


