ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში ჩავიდნენ
05/04/2023 09:01:44 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში ჩავიდნენ.
როგორც დასავლური მედია წერს, ევროპელი ლიდერების სამდღიანი ვიზიტის მიზანია გადაარწმუნონ ჩინეთი უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერისგან.
ვიზიტამდე საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დაუყოვნებელი და რადიკალური გავლენა მოახდინოს უკტრაინაში მიმდინარე ომზე.
დასავლური მედია აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩინეთს სხვადასხვა ევროპელი ლიდერებიც სტუმრობდნენ, კერძოდ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი.


