Accentnews.ge
აშშ–ის ექს–პრეზიდენტი ნანობს, რომ უკრაინას ბირთვულ იარაღზე უარი ათქმევინა

აშშ–ის ექს–პრეზიდენტი ნანობს, რომ უკრაინას ბირთვულ იარაღზე უარი ათქმევინა

05/04/2023 08:54:32 მსოფლიო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ნანობს, რომ 1994 წელს უკრაინა დაარწმუნა, უარი ეთქვა ბირთვულ იარაღზე, რომლის ქონის შემთხვევაშიც რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას ვერ გაბედავდა. ამის შესახებ მან ირლანდიის საზოგადოებრივ მაუწყებელთა საუბრისას განაცხადა.

„პირად დანაშაულს ვგრძნობ, ვინაიდან დავარწმუნე უკრაინა, უარი ეთქვა ბირთვულ იარაღზე. უკრაინელები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ამ „ტრიუკს“ არ შეასრულებდა, უკრაინას ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა“, – განაცხადა კლინტონმა.

მან აღნიშნა, რომ დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს.

1994 წელს კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-მა, რუსეთმა, უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა გააფორმეს „ბუდაპეშტის მემორანდუმი“ – უკრაინამ საბჭოთა ბირთვულ იარაღზე უარი თქვა და ის რუსეთს გადასცა, სანაცვლოდ კი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები მიიღო. მოგვიანებით რუსეთმა მის მიერვე ხელმოწერილი შეთანხმება დაარღვია და უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია/ოკუპაცია განახორციელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S