
Forbes - ივანიშვილის ქონება გაიზარდა
05/04/2023 08:46:34 საზოგადოება
გამოცემა Forbes-ის თანახმად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძნესმენ ბიძინა ივანიშვილს 544-ე ადგილი უკავია. მისი ქონება Forbes-სს 4.9 მლრდ დოლარად აქვს შეფასებული, რაც 2022 წელთან შედარებით, 100 მლნ დოლარით მეტია.
გამოცემის ცნობით, შვეიცარულმა ბანკმა Credit Suisse-მა 2022 წლის დეკემბერში ბიძინა ივანიშვილს 210 მლნ დოლარი გადაუხადა.
Bloomberg კი საქართველოს ექს–პრემიერის ქონებას 5.95 დოლარად აფასებს და პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაში 407-ე ადგილზე აყენებს.
Forbes-ის ვერსიით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეშია ფრანგული ჯგუფის LVMH-ის მფლობელი ბერნარ არნო, რომლის ქონებაც 211 მლრდ დოლარადაა შეფასებული. მეორე ადგილზე Tesla-ს მფლობელი ილონ მასკი - 180 მლრდ დოლარის ქონებით. უმდიდრესი ადამიანების სამეულშია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 114 მლრდ დოლარის ღირებულების ქონებით.
Forbes-ის ცნობით, ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენია კომპანია „Еврохим“-ის მფლობელი ანდრეი მელნიჩენკო 25 მლრდ დოლარის ქონებით. სულ Forbes-ის სიაში 110 რუსი ბიზნესმენი მოხვდა, რაც 22-ით მეტია წინა წელზე, მაგრამ ნაკლებია 2021 წელთან შედარებით, მაშინ რუსეთს Forbes-ის სიაში 123 ბიზნესმენი წარმოადგენდა.