პოდოლიაკი: "ყირიმს 5-7 თვეში დავიბრუნებთ"
05/04/2023 08:47:37 მსოფლიო
უკრაინა ყირიმს 5-7 თვეში დაიბრუნებს, - თვლის ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.
"რუსეთის სრულმასშტაბიანმა შემოჭრამ ნახევარკუნძულის დეოკუპაციის წინაპირობები შექმნა. 5-7 თვე შესაძლოა, მეტისმეტად ოპტიმისტურად ჟღერდეს, მაგრამ ეს მათემატიკურად გათვლილი ოპტიმიზმია. რუსეთს არ გააჩნია საკმარისი რესურსი ვითარების შესაკავებლად. ომის ლოგიკა აბსოლუტურად ნათელია და საკმაოდ ზუსტად შეგვიძლია, ვივარაუდოთ ყირიმის რეალიები იალტის სანაპიროზე. ასევე აბსოლუტურად ზუსტად შეგვიძლია, ვისაუბროთ ყირიმის ეფექტურ მომავალზე" - განაცხადა პოდოლიაკმა "რადიო თავისუფლების" უკრაინის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში.
კითხვაზე, იქნება თუ არა ომი ყირიმისთვის, მან აღნიშნა, რომ ეს ომი არა რომელიმე კონკრეტული ტერიტორიისთვისაა, არამედ ცივილიზებული, დემოკრატიული სამყაროს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში არსებობისთვის.
"ტერიტორია აქ მხოლოდ ერთ-ერთია მრავალ ელემენტს შორის. ეს არის ომი იმისთვის, რომ ვეღარავინ მოვიდეს ჩვენს სახლში და განგვიცხადოს, "მე ცოტა უფრო მეტი იარაღი მაქვს, ცოტა მეტი ფრთოსანი რაკეტა, ამიტომაც მომეცით ის, რაც მსურსო". ეს არის ომი ცივილიზებული სამყაროსთვის, რომელშიც ამ სახით რუსეთის ადგილი არაა. და ომი უკრაინის ტერიტორიის სრულ დეოკუპაციამდე გაგრძელდება" - დასძინა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, უკვე სახეზეა რუსეთში როგორც სარაკეტო, ისე ჭურვების დეფიციტი, რაც ნიშნავს, რომ რუსული მხარე დაბომბვებს გააგრძელებს, მაგრამ არც ყირიმის, არც დონეცკის, არც ლუჰანსკის შენარჩუნების რესურსი გააჩნია.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის 24 თებერვალს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყირიმის დეოკუპაციისთვის იწყებდა მზადებას.


