Accentnews.ge
საერთაშორისო გადამზიდავებისთვის ლარსზე მოძრაობის წესები იცვლება

საერთაშორისო გადამზიდავებისთვის ლარსზე მოძრაობის წესები იცვლება

05/04/2023 06:57:19 საზოგადოება

ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა შეცვლილი წესებით მოხდება. საზღვარზე გატარების ცვლილება მაისამდე იმოქმედებს, - ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, ცვლილება რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხორციელდება.

„13 მარტიდან 23 მაისამდე ყაზბეგი/დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე, კომუნიკაციების გამოცვლის და მოძრაობის წესში ცვლილებების შეტანის გამო, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს საბაჟო - გამშვები პუნქტები იმუშავებს რევერსულ რეჟიმში სასაზღვრო გამტარი ზოლების 11 დან 6 ზოლამდე შემცირებით“, - ნათქვამია სახმელეთო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S