მედვედევი რუსი ოპოზიციონერების "ცოფიანი ძაღლებივით გაჟლეტას" მოითხოვს
05/04/2023 06:55:27 მსოფლიო
რუსეთის ექს-პრეზიდენტი და ექს-პრემიერი, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ოპოზიციას "ტერორიზმში" ადანაშაულებს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების "ცოფიანი ძაღლებივით გაჟლეტას" მოითხოვს. ასე გამოეხმაურა იგი კრემლის მორიგი პროპაგანდისტის - "ვლადლენ ტატარსკის" მკვლელობას.
"ჯერ-ჯერობით დაუსჯელები რჩებიან ის მთავარი ნაძირლები, რომლებიც ქილერებს აფინანსებდნენ. ვინ არიან ისინი? - დიახ, დიახ, ეს ჩვენი შეურიგებელი ოპოზიციაა, რომელიც უკვე მრავალი წელია, საკუთარ ქვეყანას ებრძვის დასავლეთის აქტიური მხარდაჭერით"" - წერს მედვედევი თავს ტელეგრამ-არხში.
ალექსეი ნავალნი, მიხეილ ხოდორკოვსკი, ლეონიდ ვოლკოვი, ილია პონომარიოვი, - ყველა ეს ოპოზიციონერი ლიდერი რუსმა ძალოვანება "ტატარსკის" მკვლელობის დამკვეთებს შორის დაასახელეს, თუმცა ჯერ-ჯერობით არავითარი მტკიცებულება მომხდართან მათი კავშირისა არ წარმოუდგენიათ.
ცნობისთვის: პროპაგანდისტი მეტსახელად "ვლადლენ ტატარსკი" სანქტ-პეტერბურგის კაფეში ორიოდ დღის წინ ააფეთქეს.


