Accentnews.ge
ერდოღანი გაერო–ს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას მოითხოვს

ერდოღანი გაერო–ს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას მოითხოვს

05/04/2023 06:39:00 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გაერო–ს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას მოითხოვს. მისი შეფასებით, მდგრადი ვერ იქნება სისტემა, სადაც მხოლოდ 5 სახელმწიფოს ნებაზეა დამოკიდებული დანარჩენი მსოფლიოს ბედი.

როგორც სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, პრეზიდენტმა ედროღანმა გაერო–ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების აუცილებლობაზე ანკარაში, მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

გაერო–ს უშიშროების საბჭოს 15-დან 10 წევრი როტაციის პრინციპით, პერიოდულად იცვლება. მუდმივი წევრები არიან: რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, რომლებიც ვეტოს უფლებით სარგებლობენ.

როტაციის წესით იცვლება საბჭოს თავმჯდომარე. 1 აპრილიდან გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა რუსეთი, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო ადანაშაულებენ გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S