
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
05/04/2023 05:27:43 საზოგადოება
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
„კიდევ ორი ძვირფასი პატრიოტი დავკარგეთ. დიდება გმირებს", - წერს სოციალურ ქსელში ნადიმ ხმალაძე, რომელიც უკრაინაში რუსეთის არმიის წინააღმდეგ იბრძოდა.
უკრაინაში რუსეთმა ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ უკრაინაში 41 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.