Accentnews.ge
CNN -  ტრამპმა ბრალდების 34-ივე პუნქტში თავი უდანაშაულოდ სცნო

CNN - ტრამპმა ბრალდების 34-ივე პუნქტში თავი უდანაშაულოდ სცნო

04/04/2023 19:21:30 მსოფლიო

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრალდების 34-ივე პუნქტში თავი უდანაშაულოდ სცნო.

მოსამართლემ ტრამპის დაცვის მოთხოვნა დააკმაყოფილა და პროცესი კამერებისთვის დახურა.

მანჰეტენის სასამართლოში პროცესი ამ წუთებში გრძელდება.

31 მარტს მანჰეტენის სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ამერიკის შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას სისხლის სამართლის საქმეზე მხარი დაუჭირა. გამოძიების თანახმად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის იურისტებმა სტორმი დენიელსს ტრამპთან რომანის საიდუმლოდ შენახვის მიზნით გადაუხადეს 130 ათასი დოლარი, რომელიც იურიდიულ მომსახურებად გაფორმდა. ეს ფაქტი 2018 წელს აღიარა ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა. დენიელსი ტრამპთან რომანს ადასტურებს, ტრამპი კი, ამას უარყოფს.

ტრამპმა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს, მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას "პოლიტიკური დევნა და არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა" უწოდა.

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის პირველია, ვისაც სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

აშშ-ში მიმდინარეობს არაერთი გამოძიება დონალდ ტრამპისა და მისი ოჯახის წევრების სავარაუდო, ფინანსური მაქინაციების გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S