Accentnews.ge
მიიწვევს თუ არა ნატო უკრაინას ალიანსში გასაწევრიანებლად ვილნიუსში ივლისისთვის დაგეგმილ სამიტზე – სტოლტენბერგის პასუხი

მიიწვევს თუ არა ნატო უკრაინას ალიანსში გასაწევრიანებლად ვილნიუსში ივლისისთვის დაგეგმილ სამიტზე – სტოლტენბერგის პასუხი

04/04/2023 18:50:46 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსში მომავალი წევრობის შესახებ რაიმე შინაარსიანი დისკუსიის წინაპირობაა, რომ უკრაინა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს. ამის შესახებ მან დღეს ბრიუსელში ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, "რამდენად მოსალოდნელია, რომ ნატო–მ უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად ვილნიუსში ივლისისთვის დაგეგმილ სამიტზე მიიწვიოს?", სტოლტენბერგმა შემდეგი განაცხადა:

"ნატო–ს პოზიცია გაწევრიანებასთან დაკავშირებით უცვლელია. უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, ეს კიდევ ერთხელ განაცხადეს ნატო–ს სამიტებზე. ამავდროულად, ჩვენ ყველანი ვაცნობიერებთ, რომ ამ საკითხში რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად პირველი ნაბიჯი არის უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვების უზრუნველყოფა. და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ნატო–ს მოკავშირეები და პარტნიორები უპრეცედენტო დონის მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ჩვენ ასე გავაგრძელებთ. მოკავშირეებმა დღეს გააკეთეს განცხადება უკრაინისთვის დამატებითი მხარდაჭერის შესახებ, რათა უკრაინა სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს, რაც მომავალი წევრობის შესახებ რაიმე შინაარსიანი დისკუსიის წინაპირობაა", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S