
სტოლტენბერგი: "უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია"
04/04/2023 18:29:03 მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ "უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია". ამის შესახებ მან დღეს ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ჩვენ ვრჩებით ნატო–ს "ღია კარის" პოლიტიკის ერთგული. ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინას, გააგრძელოს რეფორმების გზა, თუნდაც რთულ დროს. ჩვენ განვიხილეთ ანტიკორუფციული ღონისძიებების მნიშვნელობა, კანონის უზენაესობა და უმცირესობების უფლებები. ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ზონის სტაბილურობისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრას ვილნიუსის სამიტზე ივლისში. უკრაინის მიმართ ნატო–ს მხარდაჭერა იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება.უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია", – განაცხადა სტოლტენბერგმა.