
აშშ–მა უკრაინას დამატებით 2,6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო
04/04/2023 16:34:30 მსოფლიო
აშშ–მა უკრაინას დამატებით 2,6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო.
პენტაგონის ცნობით, დახმარების პაკეტში 500 მილიონი აშშ დოლარი გათვალისწინებულია საბრძოლო მასალა, მათ შორის HIMARS–ებისა დაპატრიოტის ტიპის სარაკეტო სისტემებისთვის.
ამასთან, ბაიდენის ადმინისტრაცია გამოყოფს 2,1 მილიარდ აშშ დოლარს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფონდებში „მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის პაკეტის“ შესაქმნელად, რომელიც, მათ შორის საჰაერო სათვალთვალო რადარებს მოიცავს.
პენტაგონის განცხადებით, "აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან, რათა უკრაინისთვის უზრუნველყონ როგორც ბრძოლის ველზე დაუყოვნებელი საჭიროებები, ისე გრძელვადიანი დახმარება უსაფრთხოების კუთხით".