სტოლტენბერგი – ნატო-ს კარი ღია რჩება და მას იძულებით ვერავინ დახურავს
04/04/2023 14:55:48 მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება და მას იძულებით ვერავინ დახურავს.
„თითქმის 75 წლის განმავლობაში ეს დიდი ალიანსი იცავდა ჩვენს ერებს, რაც დღემდე გრძელდება, მაგრამ ომი ევროპაში ისევ დაბრუნდა. სწორედ ამიტომ ფინეთმა გადაწყვიტა შეუერთდეს ნატო-ს და გახდეს მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ალიანსის ნაწილი. ეს იყო ყველაზე სწრაფი გაწევრიანების პროცესი ნატო-ს თანამედროვე ისტორიაში. ფინეთი ახლა უფრო უსაფრთხოა, ხოლო ნატო – უფრო ძლიერი. ეს არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ნებისმიერ ერს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. ნატო-ს კარი ღია რჩება და მას იძულებით ვერავინ დახურავს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.


