Accentnews.ge
სად განვათავსოთ ტელევიზორი?

სად განვათავსოთ ტელევიზორი?

04/04/2023 13:23:16 საზოგადოება, რეკლამა

ტელევიზორი თითოეული ოჯახის განუყოფელი ნაწილია. ხშირად ის გართობის მთავარი ცენტრია, ამიტომ მისი ადგილმდებარეობა საერთო საცხოვრებელი ფართის ატმოსფეროზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. სწორ ადგილას განთავსებულ ტელევიზორს შეუძლია სახლის ესთეტიკა გაამდიდროს.

ტელევიზორისთვის იდეალური ადგილის პოვნა შეიძლება ყველასთვის ადვილი არ იყოს. ჩვენ მოგაწვდით ზოგად რჩევებს ტელევიზორის განთავსებასთან დაკავშირებით და მიმოვიხილავთ კრეატიულ ადგილებს, სადაც ტელევიზორის დამონტაჟებაზე აქამდე არ გიფიქრიათ.

სანამ ტელევიზორისთვის იდეალური ადგილის ძებნას დაიწყებ, მანამდე სასურველი მოდელი შეარჩიე. შეგიძლია შენს საჭიროებებსა და პრეფერენციებზე მორგებული ტელევიზორი უახლოეს ტექნიკის მაღაზიაში შეარჩიო ან თუ სახლიდან გასვლა არ გინდა, ტელევიზორების ფართო არჩევანი ონლაინ მაღაზიაში დაათვალიერო.

განსაზღვრე ოთახის ზომა

თქვენი ოთახის ზომა გადამწყვეტ როლს თამაშობს ტელევიზორისთვის სწორი ადგილის შერჩევაში. დიდი ზომის ოთახში დიდი ტელევიზორის განთავსება კარგი იდეაა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიც დისტანციაა მაყურებელსა და ტელევიზორს შორის. მეორე მხრივ, პატარა ოთახისთვის მცირე ზომის ტელევიზორი და ასეთივე დისტანციაც საკმარისია. ზოგადად, ტელევიზორი თქვენი თვალის დონეზე უნდა დააყენოთ და დარწმუნდეთ, რომ მოსასვენებელი სივრციდან კომფორტულ მანძილზეა განთავსებული.

დაამონტაჟე ტელევიზორი კედელზე

ტელევიზორის კედელზე დამაგრებით ოთახში სივრცეს დაზოგავ და ელეგანტურობასაც შეიტან. მარტივად შეძლებ, დაარეგულირო ტელევიზორის ხედვის კუთხე და პოზიცია. ტელევიზორის დამონტაჟებისას დარწმუნდით, კედელს შესაბამისი სიმძიმის ატანა შეუძლია. ესთეტიკა რომ არ დაირღვეს, კაბელები სათანადოდ უნდა დამალო, რაშიც საკაბელო საფარი გამოგადგება.

ქვევით გაეცნობი რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, თუკი ტელევიზორის კედელზე დამონტაჟება გაქვს გადაწყვეტილი:

შეარჩიე კედლის სწორი სამაგრი

ბაზარზე სხვადასხვა ტიპის კედლის სამაგრებია წარმოდგენილი, მათ შორის ფიქსირებული, დახრილი და სრულად მოძრავები. შეარჩიე ისეთი, რომელიც შენს საჭიროებებს საუკეთესოდ პასუხობს.

აარჩიე სწორი წერტილი

პროფესიონალის დახმარებით შეარჩიე სწორი წერტილი კედელზე, სადაც შენ მიერ შერჩეულ სამაგრს მოათავსებ.

დააყენე სამაგრიმას შემდეგ, რაც ტელევიზორის სამაგრს შეარჩევ და შესაბამის წერტილსაც მოძებნი კედელზე, დროა სამაგრი სწორად დაამონტაჟო. მნიშვნელოვანია, დარწმუნდე, რომ სამაგრი კედელში მყარად ზის.

დაამაგრე ტელევიზორი სამაგრზე

მოათავსე ტელევიზორი სამაგრზე ინსტრუქციების მიხედვით.

მოათავსე ტელევიზორი მზის სინათლისგან შორს

ტელევიზორის ფანჯრებთან ახლოს განთავსებამ შეიძლება უსიამოვნო სიკაშკაშე და ეკრანზე მზის სინათლის ანარეკლი გამოიწვიოს, რაც კადრების აღქმაში ხელს შეგიშლის. თავის მხრივ, ბუნებრივი სინათლე გავლენას ახდენს გამოსახულების ხარისხზეც, განსაკუთრებით დღის საათებში. თუ ოთახის განლაგება სხვა არჩევანის საშუალებას არ გაძლევს და ფანჯრების სიახლოვეს გიწევს ტელევიზორის მოთავსება, მაშინ ფარდებისა და ჟალუზების გამოყენებაზე იფიქრე, ამ გზით შუქს დაბლოკავს და ეკრანზე სინათლის ანარეკლის ყურებაც აღარ მოგიწევს.

გამოყავი სპეციალური სივრცე ტელევიზორისთვის

გართობისთვის სპეციალური სივრცის გამოყოფა მშვენიერი იდეაა საცხოვრებელ სივრცეში ერთიანობის ეფექტის შესაქმნელად და, რაც მთავარია, ორგანიზებისთვის. შეგიძლია სივრცის მოსაწყობად გამოიყენო ტელევიზორის სადგამი ან სპეციალური კარადა-კაბინეტი, რომელშიც ტელევიზორთან ერთად ხმის სისტემას, გეიმინგ-კონსოლსა და საკაბელო ყუთსაც ჩააშენებ. ამ გზით, ყველაფერი თავის ადგილზე იქნება და მოწესრიგებულ ოთახში ტელევიზორსაც უფრო სასიამოვნოდ უყურებ.

მოათავსე ტელევიზორი ბუხრისგან მოშორებით

მიუხედავად იმისა, რომ ბუხართან ტელევიზორის განთავსება შეიძლება კარგ იდეად გეჩვენებოდეს, სინამდვილეში საქმე სხვანაირად არის. ბუხრიდან წამოსულმა სიცხემ შეიძლება ტელევიზორის გამართულად მუშაობას ხელი შეუშალოს, ხოლო თუ ტელევიზორს ბუხრის ზევით დაკიდებ, ყურებისას შეიძლება კისერი დაგეჭიმოს და ვერც გამოსახულება აღიქვა სრულყოფილად. იდეალურია, როცა ტელევიზორს თვალის სიმაღლეზე უყურებ. რაც შეეხება ბუხარს, უმჯობესია, მას მხოლოდ და მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია მიანიჭო.

შეარჩიე ხედვის კუთხე

ხედვის კუთხე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როდესაც ტელევიზორისთვის სწორი ადგილის შერჩევა გსურს. ხედვის კუთხეში იგულისხმება კუთხე, რომლითაც ტელევიზორს უყურებთ მოსასვენებელი ადგილიდან. იდეალურ შემთხვევაში, ეს კუთხე 30 გრადუსი უნდა იყოს, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს თვალებისა და კისრის დაძაბვის გარეშე.

კრეატიული ადგილები ტელევიზორისთვის

თუ გინდა, რომ შენი ოთახის იერსახე ძირეულად შეცვალო და უფრო კრეატიული სივრცე შექმნა, ამაში ტელევიზორის სწორად განთავსება დაგეხმარება. ტელევიზორის განსათავსებლად რამდენიმე კრეატიული ადგილი მოვიფიქრეთ, რომლებზეც შეიძლება აქამდე არ გიფიქრია.

კედელზე ჩაშენებული წიგნის თარო

ჩაშენებული წიგნების თარო შესანიშნავი ადგილია ტელევიზორის მოსათავსებლად, უპირველესად იმიტომ, რომ ახალი ნივთი, ჩვენს შემთხვევაში ტელევიზორი, არსებულ დეკორაციას იდეალურად შეერწყმება და ოთახის საერთო ხასიათიდან არ ამოვარდება. თუ ოთახში უკვე არ გაქვს წიგნების თარო, აარჩიე ისეთი, რომელსაც ტელევიზორის განყოფილება აქვს.

სამზარეულო

საჭმლის მომზადებისას ტელევიზორის ყურება პროცესს უფრო სახალისოს გახდის და დროსაც სწრაფად გაიყვანს, ამის გამო, ტელევიზორის სამზარეულოში დაყენება შესანიშნავი იდეაა. ტელევიზორს ბევრი საჭმლის მირთმევის დროსაც უყურებს. ერთი სიტყვით, სამზარეულო ოჯახის ყველა წევრისთვის ხელსაყრელი ადგილია ტელევიზორის დასაყენებლად.

სააბაზანო

სააბაზანოში ტელევიზორის დაყენება ისეთი ფუფუნებაა, რომელსაც უფრო და უფრო მეტი სახლის მფლობელი ირჩევს. მართლაც, ტელევიზორის ყურება აბაზანის მიღებისას ან დილის რუტინის პარალელურად სულ სხვა დონის კომფორტია. შეგიძლია ტელევიზორი დაამაგრო კედელზე ან ჩააშენო სპეციალურ კარადაში, უბრალოდ დარწმუნდი, რომ ტელევიზორი და მისი სათავსო წყალგაუმტარია და ტენიანობისადმი ამტანი.

შეჯამება

როგორც ვნახეთ, ტელევიზორის ადგილმდებარეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოთახის იერსახისა და საცხოვრებელი სივრცის ატმოსფეროს გარდაქმნაში. სანამ კრეატიულ ადგილმდებარეობას შეარჩევ, მანამდე რამდენიმე ძირითადი რჩევა უნდა გაითვალისწინო, რომ ტელევიზორის ყურების პროცესი მაქსიმალურად კომფორტული გახადო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S