Accentnews.ge
კულება: "ფინეთის გამო ბედნიერები ვართ, თუმცა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უკრაინის გაწევრიანებაზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს"

კულება: "ფინეთის გამო ბედნიერები ვართ, თუმცა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უკრაინის გაწევრიანებაზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს"

04/04/2023 12:09:10 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, იგი მიესალმება ფინეთის ნატო–ში გაწევრიანების ფაქტს, თუმცა აღნიშნავს, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უკრაინის გაწევრიანებაზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს.

ამის შესახებ მან დღეს ბრიუსელში ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ფინეთის გაწევრიანება არის მკაფიო გზავნილი, რომ ძველი სტრატეგიების და აღქმების გადახედვის დრო დადგა და არ არსებობს უკეთესი გამოსავალი მთლიანობაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვიდრე უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაა", – განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის: 2022 წლის 29 ივნისს ნატო–ს ქვეყნებმა ოფიციალურად მიეწვიეს ალიანსში ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და უსაფრთხოების მიზნით ნატო–ში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ალიანსში ორი ახალი წევრის მიღების შესახებ შეთანხმება ნატო–ს 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. ფინეთის შემთხვევაში შეთანხმება მიღწეულია, რაც შეეხება შვედეთს, ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანებას ამ ეტპზე თურქეთი და უნგრეთი აყოვნებენ. ბოლო პერიოდში თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდა. ანკარა სტოკჰოლმს ადანაშაულებს იმ პირობების შესახებ მიღწეული შეთანხმების დარღვევაში, რომლის საფუძველზე თურქეთი გასულ წელს შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების მხარდაჭერას დასთანხმდა.

ფინეთი ნატო-ს ოფიციალურად შეუერთდება. შესაბამისი ცერემონია ბრიუსელში თბილისის დროით 16:30სთ–ზე გაიმართება. ფინეთი ჩრილოატლანტიკური ალიანსის 31-ე წევრია გახდება. ალიანსში მისი გაწევრების შემდეგ ალიანსის საზღვარი რუსეთთან გაორმაგდება. უკრაინაში შეჭრამდე მოსკოვი დასავლეთისგან ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად ნატო–ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას მოითხოვდა. თუმცა როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპირისპირო მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S