Accentnews.ge
ყოფილი მცველი: უკრაინაში ბლიცკრიგის კრახის შემდეგ პუტინი საავადმყოფოში მოხვდა

ყოფილი მცველი: უკრაინაში ბლიცკრიგის კრახის შემდეგ პუტინი საავადმყოფოში მოხვდა

04/04/2023 11:29:39 მსოფლიო

2022 წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც რუსულ არმიას ბლიცკრიგი ჩაუვარდა, უკრაინამ კაპიტულაციაზე უარი განაცხადა და რუსული ჯარი იძულებული გახდა, კიევიდან გასულიყო, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მოხვდა, - უამბო ცენტრ "Досье"-ს რუსეთის პრეზიდენტის ყოფილმა მცველმა, დაცვის ფედერალური სამსახურის გაქცეულმა კაპიტანმა გლებ კარაკულოვმა.

ოფიცრის ინფორმაციით, ასაკობრივის გარდა, პუტინს იმ დროისთვის ჯანმრთელობის სხვა განსაკუთრებული პრობლემა არ ქონია.

"პუტინი თავის ჯანმრთელობას ძალიან უფრთხილდება, რეგულარულად იტარებს სამედიცინო შემოწმებებს, რომელთა შესახებაც ყოველთვის წინასწარ ვიყავით ინფორმირებულები, ამჯერად კი ეს მოულოდნელად მოხდა და არა ჩვეულ დროს: როგორ წესი, ხდებოდა დისპანსერიზაცია ზაფხულის ბოლოს - შემოდგომის დასაწყისში, 2002-ში კი იგი კლინიკაში აპრილში მოათავსეს" - განაცხადა კარაკულოვმა.

თავად "Досье" იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ იმავე პერიოდში რუსეთის მთაბარმა ცენზორმა - როსკომნადზორმა პუტინის ჯანმრთელობისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების მკაცრი მონიტორინგი დაიწყო.

კარაკულოვის ინფორმაციით, მისთვის არაფერია ცნობილი პუტინის რაიმე სერიოზული ავადობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც მედიაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, "თუმცა რუსეთის პრეზიდენტს მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული შიშები აქვს":

"ასე, მაგალითად, გასული წლის ოქტომბერში ყაზახეთის სამიტის დროს პუტინმა მოითხოვა, სპეცკავშირი არა კაბინეტში ან საელჩოს მოლაპარაკებათა ოთახში დაგვემონტაჟებინა, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით, არამედ დაცულ ბუნკერში. ეს პარანოიას ჰგავდა. იმაზე, რომ პუტინს ფიზიკურზე მეტად ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით აქვს პრობლემა, ისიც მიუთითებს, რომ ყოველი ვიზიტის დროს მას თან დააქვს სპეციალური კაბინა, 2,5 კუბური მეტრ მოცულობის კუბი, საიდანაც დაცული სატელეფონო საუბრების განხორციელება შეუძლია. გარდა ამისა, ყველა საპრეზიდენტო რეზიდენციაში პუტინის სამუშაო ოთახები იდენტურადაა მოწყობილი, რათა ტელეტრანსლირების დროს ვერ დადგინდეს, კონკრეტულად სად იმყოფება პრეზიდენტი მოცემულ მომენტში. პუტინი იტყუება, თითქოს ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილდება, რეალურად კი ტელეკამერების წინ სოჭიდან ცარიელ თვითმფრინავს უშვებს უცხოური დაზვერვებისთვის დასაბნევად და თავად ამ დროს "ბოჩაროვ რუჩეის" რეზიდენციაში რჩება" - დასძინა კარაკულოვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S