
სტოლტენბერგი – პუტინი უკრაინაში შეჭრის მიზნად ნაკლებ ნატო–ს ასახელებდა, თუმცა საპირისპირო მიიღო
04/04/2023 10:01:48 მსოფლიო
ნატო–ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მიზნად "ნაკლებ ნატო–ს" ასახელებდა, თუმცა საპირისპირო მიიღო. ამის შესახებ მან ბრიუსელში განაცხადა, სადაც ალიანსში ფინეთის გაწევრიანების ცერემონია უნდა დაიწყოს.
"ფინეთის გაწევრიანება ნატო–ში ისტორიული მოვლენა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირდაპირი შედეგია. დღეს ფინეთი უერთდება ალიანსს და მალე შვედეთიც გახდება ნატო–ს სრულუფლებიანი წევრი”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.