Accentnews.ge
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - სენაკის მერის ბიძის კომპანია მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - სენაკის მერის ბიძის კომპანია მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს

04/04/2023 08:29:31 საზოგადოება

სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანია სენაკის მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, სს „არქეოპოლისმა“ 2023 წელს ორ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 5 251 682 ლარი შეადგინა.

„ვახტანგ გადელია სენაკის მერად 2021 წელს აირჩიეს. ამის შემდეგ მისი ბიძის კომპანიამ სენაკის მერიის 9 ტენდერი მოიგო, ჯამური ღირებულებით - 10 349 587 ლარი. ამ ტენდერებში „არქეოპოლისს“ კონკურენტი მხოლოდ 3 შემთხვევაში ჰყავდა, მათ შორის ორჯერ - სენაკის მერის ბიძაშვილის, იოსებ გადელიას კომპანია შპს „ინდიკო“.

ვახტანგ გადელია წარსულში თავადაც მუშაობდა სს „არქეპოლისში“ - 2009-2013 წლებში ის ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

სენაკის მერიის ტენდერებში სს „არქეპოლისის“ საეჭვო ჩართულობაზე 2022 წელსაც ვწერდით, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კორუფციის შესაძლო ნიშნები არ/ვერ აღმოაჩინა”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S