ზელენსკი პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ: "ამერიკის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია"
04/04/2023 08:23:38 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ–ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს უკრაინაში ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ამერიკის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია".
"გუშინ მე მქონდა შეხვედრა პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარ დელეგაციასთან, რომელსაც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ხელმძღვანელობდა. ასეთი ვიზიტები და შეხვედრები უკრაინელების მხარდაჭერის მძლავრი სიგნალია ჩვენს ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. აშშ გვერდში გვიდგას და ჩვენთან ერთად იბრძვის საერთო მიზნებისთვის. ჩვენ ვგრძნობთ ორპარტიულ მხარდაჭერას, მხარდაჭერას თეთრი სახლისგან. ამერიკის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", – განაცხადა ზელენსკიმ.
მაიკ პომპეო, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეკავა, უკრაინაში გუშინ ჩავიდა.


