Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა – რუსეთი "ვაგნერის" ალტერნატივას ეძებს

ბრიტანული დაზვერვა – რუსეთი "ვაგნერის" ალტერნატივას ეძებს

04/04/2023 07:49:07 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური მიიჩნევს, რომ რუსეთი ცდილობს, დააფინანსოს და განავითაროს კერძო სამხედრო კომპანიები, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში „ვაგნერის“ ალტერნატივად გამოიყენებს და ამ კერძო სამხედრო კომპანიას ჩაანაცვლებს.

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ამ პროცესის კონტექსტია მტრობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და „ვაგნერს“ შორის. მისი ინფორმაციით, როგორც ჩანს, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას სურს ეს დაჯგუფება შეცვალოს სხვა კერძო სამხედრო კომპანიით, რომელსაც მეტად გააკონტროლებს.

ამასთან, ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის შეფასებით, ამ ეტაპზე ცნობილი ვერცერთი სხვა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ვერ უტოლდება წევრების რაოდენობით და საბრძოლო პოტენციალით.

უწყების ცნობით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კერძო სამხედრო კომპანიების გამოყენებას მომგებიანად მიიჩნევს რამდენიმე მიზეზით, მათ შორის იმის გამოც, რომ ისინი რეგულარული არმიის დანაყოფებზე უფრო ეფექტიანი არიან და ადგილობრივი საზოგადოება კერძო სამხედრო კომპანიების პირად შემადგენლობაში დიდ დანაკარგს უფრო იოლად ეგუება, ვიდრე შეიარაღებულ ძალებში.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობდა უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.

უკრაინამდე რუსეთი "ვაგნერს" იყენებდა სირიასა და აფრიკაში. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S