ჰააგის მახლობლად სარკინიგზო კატასტროფა მოხდა
04/04/2023 06:32:53 მსოფლიო
ქალაქ ჰააგის მახლობლად, რკინიგზაზე დღეს დილით მომხდარი ავარიის შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.
სამგზავრო მატარებელი სამშენებლო ტექნიკას შეეჯახა და რელსებიდან გადავარდა. როგორ აღმოჩნდა ტექნიკა ლიანდაგზე ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.
მატარებელი, რომელშიც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ლეიდენიდან ჰააგაში მიემგზავრებოდა.


