
მაიკ პომპეო უკრაინაში ჩავიდა: "ვიმუშავებ იმისთვის, რომ ვაშინგტონმა კიევს F-16–ები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მიაწოდოს"
04/04/2023 06:15:26 მსოფლიო
მაიკ პომპეო, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეკავა, უკრაინაში ჩავიდა.
როგორც დასავლური მედია იუწყება, იგი ამერიკული წარმოების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების უკრაინისთვის გაგზავნის მომხრეა.
უკრაინელი ჟურნალისტის შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ, პომპეომ შემდეგი განაცხადა:
"მე ვიმუშავებ იმისთვის, რომ ვაშინგტონმა კიევს მიაწოდოს F-16–ები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები. ასევე მხარს ვუჭერ უკრაინელი სამხედროების წვრთნებსა და ყველაფერ იმას, რაც ყველაფერი, რაც საჭიროა თქვენი საკუთარი მიწის რეალურად დასაცავად".