
სტოლტენბერგი – მოკავშირეებმა უკრაინას 70 მლრდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწიეს
04/04/2023 06:00:31 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე მოკავშირეებმა კიევს 70 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწიეს. ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"მივესალმები უკრაინაში თანამედროვე საბრძოლო ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის გაგზავნის ფაქტს. ამ დახმარებას შეუძლია, შეცვალოს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და უკრაინულ ძალებს მეტი ტერიტორიის გათავისუფლების საშუალება მიეცეს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.