
ნატო–ს გენმდივანი: "როცა ომი დასრულდება, უნდა მივიღოთ ზომები, რათა უკრაინამ მომავალი აგრესიის შეკავება შეძლოს"
04/04/2023 05:43:45 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ როცა უკრაინაში მიმდინარე ომი დასრულდება, დასავლეთმა უნდა მიიღოს ზომები, რათა კიევმა მომავალი აგრესიის შეკავება შეძლოს.
ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი ემზადება მშვიდობისთვის. იგი უფრო მეტი ომისთვის ემზადება. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როცა დასრულდება, ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, რათა უკრაინამ შეძლოს მომავალი აგრესიის შეკავება. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსეთმა გააგრძელოს ევროპულ უსაფრთხოებაზე დარტყმა", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსის მხარდაჭერა უკრაინისადმი არის „გრძელვადიანი“.
„ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია, გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა, მათ შორის – უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად გაძლიერებით და საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობიდან ნატო–ს აღჭურვილობაზე გადასვლის მხარდაჭერით", – დასძინა მან.