Accentnews.ge
სტოლტენბერგი – პუტინი ცდილობს, ბირთვული რიტორიკით ხელი აგვაღებინოს უკრაინის დახმარებაზე, ვერ შეგვაშინებს, კიევის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

სტოლტენბერგი – პუტინი ცდილობს, ბირთვული რიტორიკით ხელი აგვაღებინოს უკრაინის დახმარებაზე, ვერ შეგვაშინებს, კიევის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

04/04/2023 05:35:01 მსოფლიო

ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებას ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განლაგების თაობაზე "დაუფიქრებელი და საშიში ბირთვულ რიტორიკა" უწოდა.

როგორც მან ბრიუსელში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, პუტინის განცხადების მიუხედავად, დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

"პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, როგორც საშუალება, რათა ხელი აგვაღებინოს უკრაინის მხარდაჭერაზე. ეს [პუტინის განცხადებაა] არის დაშინებისა და იძულების მაგალითი, ნატო–ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტონ. ვერ შეგვაშინებენ, კიევის მხარდაჭერას გავაგრძელებთ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, მისი თქმით, რომ ალიანსს არ უნახავს რაიმე ცვლილება რუსეთის ბირთვულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განლაგების თაობაზე განაცხადა:

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რას აკეთებს რუსეთი. მაგრამ ჯერ–ჯერობით, ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება მათ ბირთვულ პოზიციაში, რომელიც ჩვენგან საპასუხო ცვლილებებს მოითხოვდა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S