
რუსეთმა ოდესაზე იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა
04/04/2023 05:15:06 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესასა და ოდესის რაიონზე იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, წუხანდელი შეტევისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს ირანული წარმოების 17 დრონი (Shahed-136/131). მისი ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 14 გაანადგურეს.
უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის შედეგები ჯერ–ჯერობით უცნობია.