Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – ბოლო 24 საათში ბახმუტში ვითარება რადიკალურად არ შეცვლილა, ბრძოლა გრძელდება

უკრაინის გენშტაბი – ბოლო 24 საათში ბახმუტში ვითარება რადიკალურად არ შეცვლილა, ბრძოლა გრძელდება

04/04/2023 05:09:00 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათში დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ვითარება რადიკალურად არ შეცვლილა.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც თავდაცვის ძალებმა გასულ 24 საათში მოიგერიეს 69 შეტევა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, ყველაზე სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკისთვის. გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები შტურმით ცდილობენ ქალაქ ბახმუტზე სრული კონტროლის დამყარებას. უკრაინის გენერალური შტაბი ასახელებს ბახმუტთან მდებარე ორ დასახლებულ პუნქტს, ორეხოვო-ვასილევკას და ივანოვსკოეს, სადაც შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგის შეტევა წარუმატებელი იყო. გენშტაბის მონაცემებით, ფრონტის ამ მონაკვეთზე გასულ 24 საათში მოგერიებულია 32 იერიში.

რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლიდან ცდილობენ, დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S